04.დეკემბერი .2022 16:12

ფოთის თიზ-ის ხელმძღვანელი საბაჟო პროცედურების გამარტივების აუცილებლობაზე საუბრობს

ფოთის თიზ-ის ხელმძღვანელი საბაჟო პროცედურების გამარტივების აუცილებლობაზე საუბრობს
views 778
უკან

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შუა დერეფნის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა, რადგან ის ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული გზაა იმისთვის, რომ ტვირთები შუა აზიიდან ევროპაში მოხვდეს. ამ თვალსაზრისით კი საქართველომ, როგორც შუა დერეფნის მონაწილე ქვეყანამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია შეიძინა.

„საქართველომ სწორად უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და კიდევ უფრო უნდა გამარტივდეს საბაჟო და სხვა პროცედურები, რომ ბიზნესს შეექმნას მაქსიმალური კომფორტი საქართველოში საქმიანობის დასაწყებად“ - ამბობს bm.ge-სთან ინტერვიუში ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორი დავით ებრალიძე.

„მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შემდეგ შუა კორიდორი, საიდანაც ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთები აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით გადის ევროპაში ძალიან გააქტიურდა, ეს პირდაპირ აისახა ფოთის თიზ-ზეც. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გვაქვს ძალიან დიდი მზაობა უცხოური კომპანიების მხრიდან. ისინი ინტერესდებიან საქართველოში და მათ შორის ფოთის თიზ-ში ინვესტირებით და დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნით, ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს სწორად ეს შესაძლებლობა, კიდევ უფრო უნდა გამარტივდეს საბაჟო და სხვა პროცედურები, რომ ბიზნესს შეექმნას მაქსიმალური კომფორტი საქართველოში საქმიანობის დასაწყებად“,-ამბობს ებრალიძე.

კითხვაზე, რა ტიპის პროცედურების გამარტივება სჭირდებათ ინვესტორებს, ფოთის თიზ-ის ხელმძღვანელი განმარტავს:

„ჩვენ გვქონდა და გვაქვს საკმაოდ მზარდი მოთხოვნა ისეთი კომპანიების მხრიდან, რომლებიც საჭიროებენ თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე ვეტ-სანიტარული სერთიფიკატის მიღებას, აღნიშნული სერთიფიკატის მიღება შეიძლება იმ შემთხვევაში თუ თიზ-ს ამ შემთხვევაში აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და რომელიც არცერთ თიზს არ აქვს და ჩვენს მიერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ფოთის თიზში მოწყობილ იქნას აღნიშნული ფიტო-ვეტ გამშვები პუნქტი, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. ჩვენ ვიქნებით ერთადერთი პირველი ზონა საქართველოში, რომელიც იქნება აღჭურვილი ფიტო-ვეტ-სერთიფიკატით.

ამის არარსებობამ ჩვენ სამწუხაროდ, დაგვაკარგინა და უარი გვათქმევინა ბევრ პოტენციურ ინვესტორზე, ამიტომ ვფიქრობთ, თუნდაც მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა გაუმარტივებს ზონებს, რომ ინვესტორის მოძიება უფრო აქტიური გახდეს“,-აცხადებს დავით ებრალიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა