20.მარტი .2020 11:56

ფოთისკენ მიმავალ სატვირთო მატარებელში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

views 436
უკან

თბილისიდან ფოთში მიმავალ სატვირთო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა, საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ზესტაფონში მოხდა. შედეგად, რკინიგზის ერთი თანამშრომელი, მექანიკოსი გარდაიცვალა.

„საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს, ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი თანამშრომლის გამო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. ამასთან, ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.