მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთში, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი 164 000 ლარამდე გაიზრდება

624834e963248
ალა ისპირიანი
02.04.22 15:26
798
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი იზრდება.

როგორც Bm.ge –ს მერიაში განუმარტეს, პროგრამით ამ დროისთვის სულ 41 ბავშვი სარგებლობს და თითოეულზე დაახლოებით 4 000 ლარი იქნება გათვალისწინებული.

„ამ დრომდე თითო ბავშვზე 2 000 ლარი იხარჯებოდა. ახლა ეს თანხა თითქმის 4 000 ლარამდე გაიზრდება. ეს დაფინანსება თვეში 12 თერაპიულ სეანსს მოიცავს და მისი ღირებულების კიდევ უფრო ზუსტ მონაცემს მერიას მოაწვდიან", - განმარტეს ფოთის მერიაში.

მათივე ცნობით, ბენეფიციართა ასაკი 18 წლამდეა.

ცნობისთვის, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ აუტიზმის მქონე მოზარდების დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა, ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.