მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა - ინვესტიცია ₾14.5 მილიონია

62f51418d51ae
დიმა კვარაცხელია
12.08.22 09:22
1345
ფოთში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გაიხსნა.

როგორც BM.GE-ს ფოთის მერის პირველმა მოადგილემ დავით კვიციანმა განუცხადა პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 14.5 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მისივე თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 350 ათასი ლარის ოდენებით კი, კომპლექსი ავეჯით, ტექნიკით და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.



„კომპლექსის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. სპორტულ კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, სასტუმროს ნომრები, კაფეტერია, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები“, - აღნიშნა ვიცე-მერმა.

მისივე ინფორმაციით, კომპლექსმა უკვე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლა, რომელშიც 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

„ქალაქისთვის მნიშვნელოვანია სპორტული კომპლექსის არსებობა, ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო თუ ადგილობრივი შეჯიბრებების ჩატარებას. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მის პოპულარიზაციას“, - თქვა დავით კვიციანმა.