ფოთში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის ტირ-პარკი მოეწყობა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის აეროდრომის ტერიტორიაზე დროებითი ნაგებობები აშენდა, სადაც ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლები შეძლებენ, ახალი შეკვეთის მიღებამდე გაჩერდნენ. ტირ-პარკი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაიხსნება.
ფოთის ტირ-პარკში არსებულ ვითარებას დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გაეცნენ. მათ დაათვალიერეს დროებითი ნაგებობები, სადაც განლაგებულია სასადილოები და სველი წერტილები, მათ შორის, საშხაპეები. ტირ-პარკის ტერიტორიაზე მძღოლები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და ყველა სხვა აუცილებელი პირობით. ტირ-პარკის ტერიტორიაზე ქართველ მძღოლებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
„მსგავსი ტირ-პარკი ასევე რუსთავშიც მოეწყობა, სადაც ქართველი მძღოლებისთვის მოეწყობა მაქსიმალურად კომფორტული პირობები, რათა მათ მომდევნო რეისამდე შეძლონ, ასეთი პარკის ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში დარჩენა. ამით უზრუნველყოფილი იქნება მძღოლების უსაფრთხოება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა.
„სამი დღეა აქ ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. შეიქმნა წყლის ინფრასტრუქტურა, კანალიზაცია, გარე განათება და ა.შ. ჩვენ ძალიან მალე შევძლებთ პირველი ტრაილერების მძღოლების მიღებას,“ - განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.
ფოთის ტირ-პარკის შემდეგ, ანალოგიური ინფრასტრუქტურა რუსთავშიც მოეწყობა. ტირ-პარკის ტერიტორიაზე 150-მდე მძღოლი ერთდროულად შეძლებს მომდევნო სატრანზიტო რეისამდე ცხოვრებას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ