მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთში „რეფორმების აკადემიის" გახსნა იგეგმება - ინვესტორი "ბლოკ ჯგუფია"

624ec374a1c98
სალომე ჭიპაშვილი
07.04.22 21:22
688
ქალაქ ფოთში „რეფორმების აკადემია“ გაიხსნება. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ საინვესტიციო ჰოლდინგის „ბლოკ ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა, თორნიკე ჯანაშვილმა დააანონსა.

„საგანმანათლებლო სივრცე ყველა ეკონომიკურ აქტივობასთან ბმაშია, ამიტომაც დავიწყეთ პროექტ „რეფორმების აკადემიის“ განხორციელება, რომლის პირველი ფილიალი ქალაქ ფოთში ორ თვეში გაიხსნება და შემდეგ ყველა დიდ ქალაქს მოიცავს. ეს იქნება მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც სხვადასხვა არასამთავრობოსა თუ კომპანიას ექნებათ შესაძლებლობა ჩაატაროს ნებისმიერი სახის ტრენინგი და შესთავაზონ ის ადგილობრივ მოსახლეობას", - განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის საქველმოქმედო პროექტი და მოგებაზე არ არის გათვლილი. ამ სივრცეების გამოყენება სრულიად იქნება უფასო.

„შეიქმნება ერთგვარი რეგიონული ცენტრები, სადაც შევძლებთ ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად მივიტანოთ ყველასთან. ასევე ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებიც თვითრეალიზებას მოახდენენ. ჩვენი კომპანიის მოტივაციაა ახალ თაობას, ახალგაზრდებს შევუქმნათ შესაძლებლობები, მივცეთ ცოდნა და წვდომა იმ პროექტებთან, რომელსაც ვახორციელებთ", - აღნიშნა „ბლოკ ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა.

ცნობისთვის, საინვესტიციო კომპანია "ბლოკ ჯგუფი" ბაზარზე 1993 წლიდან გამოჩნდა და ბოლო 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა დარგში: ჯანდაცვა, ლოჯისტიკა, მშენებლობა, უძრავი ქონება, ენერგეტიკა და ა.შ. ოპერირებდა. დღეისთვისაც კომპანია რამდენიმე სექტორს მოიცავს, მათ შორის გასული წლიდან მოყოლებული სტუმარმასპინძლობის სფეროშიცაა წარმოდგენილი.