მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთში საზღვაო სასწავლებლის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო - საზღვაო ტრანსპორტირების სააგენტო

5e8471321c24c
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.20 19:10
831
ფოთში ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელშიც 9 თვის თავზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ამოქმედდება.

ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული სასწავლებლის გახსნის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ეკუთვნის.

„საზღვაო სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება და უზრუნველყოფს ფოთისა და ბათუმის, როგორც ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრების, მომარაგებას კომპეტენტური კადრებით. სასწავლებელი 1000 სტუდენტზეა გათვლილი.

ფოთის სასწავლებელი ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი იქნება. აკადემიის რექტორის ირაკლი შარაბიძის განცხადებით, სარეალიბიტაციო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს სასწავლო მოდულების შემუშავება, რომ სასწავლებელმა 2021 წელს სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება შეძლოს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის განცხადებით, 2021 წელს ფოთში თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი მაღალი დონის საზღვაო სასწავლებელი გაიხსნება, რომელიც მოამზადებს კადრებს საერთაშორისოდ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობების მიხედვითა და საქართველოსა და საერთაშორისო შრომის ბაზარს საზღვაო დარგში სათანადო კვალიფიციური კადრებით მოამარაგებს. თამარ იოსელიანის თქმით, ფოთის ფილიალის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მეთევზე მეზღვაურთა და მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობების შექმნა იქნება, რითიც მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი თევზჭერის განვითარებას საქართველოში”, - ნათქვამია საზღვაო ტრასპორტირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.