მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fox Corp-ის მენეჯმენტი ხელფასებზე უარს აცხადებს

5ea2cc7fe60ec
ნათია თაქთაქიშვილი
25.04.20 00:00
1110
ამერიკული მედია კომპანია Fox Corp.-ის წამყვანი მენეჯერები სექტემბრის ბოლომდე ხელფასებს აღარ აიღებენ. ეს გადაწყვეტილება კომპანიის ხელმძღვანელობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას Nytimes-ი აქვეყნებს.

Fox-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლაჩლან მერდოკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელფასს არ აიღებს ის, მისი მამა რუპერტ მერდოკი, რომელიც კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს და ასევე თანამდებობის სხვა პირები.

ამასთან, ცნობილია, რომ 30 სექტემბრამდე ხელფასის 50%-ით ნაკლებს აიღებენ კოპრორაციაში მომუშავე მაღალი თანამდებობის 700-მდე პირი, მათ შორის, Fox News-ის აღმასრულებელი დირექტორი სიუზან სკოტი, Fox Entertainment-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩარლი კოლიერი და Fox Sports-ის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შანკები.

მერდოკმა აღნიშნა, რომ მენეჯმენტის ხარჯების შემცირება აუცილებელია იმიტომ, რომ ”ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი კოლეგები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ და მივცეთ საშუალება, გააგრძელონ საქმიანობა იმ დროს, როდესაც კრიზისი გვაზარალებს“.

Fox Corp. ფლობს Fox News, Fox Broadcast Network, Fox Sports და 20-ზე მეტ რეგიონალურ არხს, რომლებიც მოიცავს აშშ-ს მოსახლეობის 40% -ს.