მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FoxNews-ი გიორგი გახარიასთან ინტერვიუს აქვეყნებს - თემა კორონავირუსია

5e8824480c4e4
თელარა გელანტია
04.04.20 10:06
774
FoxNews-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის მთავარი თემა კორონავირუსი და მისი მართვაა.

„მტკიცე, გადამწყვეტი, ქმედებები ყოყმანის გარეშე განვახორციელეთ. ჩვენ არა მხოლოდ დავიწყეთ საქართველოში ჩამოსული ყველა ადამიანისთვის ტემპერატურის შემოწმება, არამედ 28 იანვარს შევზღუდეთ ფრენები იმ ქვეყნებთან, სადაც ვირუსი მასშტაბურად გავრცელდა და რამაც საერთაშორისო ფრენების სრულ აკრძალვამდე მიგვიყვანა“, - ამბობს გახარია.

მისივე თქმით, მთავრობა შორსაა იმ აზრისგან, რომ ვირუსის გავრცელება შეჩერებულია, მაგრამ ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა და ფიქრობენ, რომ სიტუაცია სტაბილურია.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ მართალია, ქვეყანამ ფატალური შემთხვევები აიცილა და ამ დრომდე გარდაცვალების არცერთი ფაქტი ფიქსირდება, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიადგა.

”COVID-19 უზარმაზარ კვალს დატოვებს ჩვენს ყოველდღიურობასა და სოციალურ ქცევაზე. დარწმუნებული ვარ, ეს უკიდურესად უარყოფით გავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე - ბაზრის ქცევა ამის აშკარა ტესტია... რა თქმა უნდა, ჩვენ (საქართველოს მთავრობა) მიერ გატარებული ზომები გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე. როგორც სხვა ქვეყნებმა, ჩვენ მივიღეთ სოციალური დისტანცირებისთვის აუცილებელი ზომები და დავხურეთ ნაკლებად მნიშვნელოვანი ბიზნეს საქმიანობები“, - ამბობს გახარია.

FoxNews-ის სტატიაში ვრცლადა აღწერილი ის ზომები და ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღო.

ცნობისთვის:  ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 155 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 28 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.