რუსეთის მიერ ხორბალზე ბაჟის დაწესების გამო, ქვეყანაში ფქვილის იმპორტი გააქტიურდა - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა განაცხადა.
ხანიშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში ფქვილის იმპორტი დაახლოებით 40 000 ტონა ხორბლის იმპორტს ანაცვლებს.
„ხორბალთან დაკავშირებული თემა, არც შეფერხებიდან და არც რაიმე პრობლემებიდან არ არის წარმოქმნილი. თოვლის გამო ლარსზე გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ ძირითადი პრობლემა არის საფასო და რუსეთის პოლიტიკა ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით.
როდესაც რუსეთი ხორბალს ადგილობრივ ბაზარს ექსპორტის გადასახადით უფრო იაფად აწვდის, ეს მის მიერ წარმოებული ფქვილის მნიშვნელოვნად დაბალ ფასს წარმოქმნის. დღეს ტომარაზე დაახლოებით 20 ლარია, ამიტომ საქართველოს, რომ მოსახლეობისათვის პური დაბალ ფასებში შეენარჩუნებინა, სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები ახალი მოსავლის მიღებამდე გადადგა და ფქვილის რაოდენობა ქვეყანაში მაქსიმალურად შემოდის. დღეს ფქვილის გარდამავალი მარაგები გვაქვს, სხვა შემთხვევისთვის ეს მარაგები არ იქნებოდა.
ფქვილი ქვეყანაში საშუალოდ თვეში 1000 ტონის ფარგლებში შემოდიოდა და დღეს 17 000 ტონის ფარგლებში შემოდის. პრაქტიკულად მან დაახლოებით 40 000 ტონის ეკვივალენტი ხორბალი ჩაანაცვლა, მაგრამ ეს მარაგებზე არანაირ გავლენას არ ახდენს და შესაძლო დაბალ ფასებს ინარჩუნებს“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ფედერაციამ მარცვლეულ კულტურებზე მცურავი ბაჟის მექანიზმი გასული წლის 2 ივნისიდან აამოქმედა. საექსპორტო ბაჟი ერთ ტონა რუსულ ხორბალს თითქმის 100 დოლარამდე აძვირებს, მაშინ როცა მსგავსი მოსაკრებელი არ ვრცელდება ფქვილის იმპორტზე. თითქმის ორი თვის წინ კი ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მოწოდების პრობლემა არ იქნება - "პირიქით, საუბარია, რომ საექსპორტო გადასახადი, რომელიც ხორბალს ზღუდავდა, მოიხსნას და უფრო კარგ პირობებში შეიძინოს საქართველომ“ - განაცხადა მან, რაც ისე აღიქვეს, თითქოს რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე დაწესებული საექსპორტო ბაჟი უქმდებოდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ