მთავრობა პურზე ფასების ზრდის შესაკავებლად ფქვილის სუბსიდირების მექანიზმს აამოქმედებს. აღნიშნული გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააჟღერა.
მინისტრის თქმით, ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარი გამოიყოფა, რაც ფქვილის სუბსიდირებისთვის 4 თვის განმავლობაში გადანაწილდება და ფქვილის მწარმოებლებს მთავრობა 1 ტომარა ფქვილზე 53 ლარის ღირებულების ზემოთ მომატებულ ფასს 10 ლარამდე დაუსუბსიდირებს.
გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისა და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის მიმართვა, რომლითაც სექტორი პურის ფასის შენარჩუნებისთვის სუბსიდირების მექანიზმის ამოქმედებას მოითხოვდა.
BM.GE-სთან საუბრისას ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სექტორმა მანამდე არსებული კონსულტაციებით სუბსიდირების 3 შესაძლო მექანიზმი შეიმუშავა: ხორბლის იმპორტის; ფქვილზე მომატებული ღირებულების სუბსიდირების ან პურზე მომატებული ღირებულების სუბსიდირების. როგორც გაირკვა, ხელისუფლებამ უპირატესობა სუბსიდირების მეორე ფორმას მიანიჭა.
„სუბსიდირების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ სამი მექანიზმიდან ყველასთვის - ხორბლის ფქვილის, პურის მწარმოებლებისთვის და უპირველესად მომხარებლისთვის მისაღებია, იმიტომ რომ საბოლოოო პროდუქტზე ფასი შენარჩუნდება. ამ მექანიზმით შევძლებთ იმას, რომ ფქვილის ფასი იყოს იმ ნიშნულზე, რომ პურის ფასში არ გადაიზარდოს“, - აცხადებს ლევან სილაგავა.
მისივე თქმით, ინდუსტრიამ იცოდა, რომ სუბსიდირება საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდებოდა, რადგან სამინისტროსთან კონსულტაციების დროს ეს მესიჯები გაჟღერდა.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კონსულტაციების დროს იყო მესიჯები იმის შესახებ, რომ პურის ფასის შეკავება აუცილებლად მოხდებოდა, რადგან ეს სოციალური პროდუქტია. აქამდე ვფიქრობდით, რომ შესაძლებელი იყო ხორბლის გაძვირების საგარეო ფაქტორები დასტაბილურებულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა, შესაბამისად, მთავრობის ეს ნაბიჯი იყო რეალობიდან გამომდინარე.
ფქვილის ფასი მეპურეებისთვის კვლავ დაახლოებით 53-54 ლარი იქნება. ლარის კურსის ამ ნიშნულით და მსოფლიო ბაზარზე ხორბლის დღევანდელი ღირებულების პირობებში ეს სუბსიდირება საკმარისია. ვფიქრობთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ხორბლის ფასიც მსოფლიო ბაზარზე დასტაბილურდება“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა