13.თებერვალი .2021 12:23

ფრაგმენტირებული საზოგადოება, გაზრდილი კრიმინალი - რა გამოწვევები დატოვა ივანიშვილმა?

ფრაგმენტირებული საზოგადოება, გაზრდილი კრიმინალი - რა გამოწვევები დატოვა ივანიშვილმა?
views 676
უკან

საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი პანდემიურ პერიოდში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ოფიციალურ წასვლას აფასებს. Forbes Talks-თან ინტერვიუში ზურაბ ლალაზაშვილი იმ საკითხებს გამოყოფს, რა მიმართულებითაც მეტის გაკეთება შეიძლებოდა და დღეს არსებულ გამოწვევებს ასახელებს.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლას პოზიტიურად მივიჩნევ პოლიტიკურად და ბიზნესის კუთხითაც, მათ შორის. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ის შიშები, რომლებიც მანამდე იყო ბიზნესსაქმიანობასა და აქტივობასთან დაკავშირებით, გარკვეულწილად მოიხსნა, რაც კარგი და პოზიტიური სიგნალი იყო. რაც მომაკლდა ის არის, რომ ვერ შევძელით ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება სასამართლო სისტემაში და ნდობის აღდგენა და განმტკიცება. ვფიქრობ, ეს უნდა ყოფილიყო ნომერ პირველი პრიორიტეტი. მეორე, რაც დამაკლდა, ეს არის ფუნდამენტური ცვლილებები განათლების სისტემაში, ვინაიდან როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესზე, ეკონომიკაზე, როგორ უნდა შექმნას სიმდიდრე ჩვენმა ქვეყანამ, ცალსახად ეს გზა გადის განათლებულ საზოგადოებაზე. სხვანაირად შეუძლებელია, მივიდეთ თუნდაც საშუალო დონის ევროპულ ქვეყნის განვითარებამდე უახლესი 10-15 წლის განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავზარდოთ საერთაშორისო კონკურენტუნარიანი ახალგაზრდობა, რომელიც ეკონომიკის და მისი სხვადასხვა დარგების მიხედვას შეძლებს“, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

ამასთან, მისი აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოების კონსოლიდაცია და სხვადასხვა საკითხების მიმართ საზოგადოების აღქმაა.

"გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია. ბევრი პრობლემა გვაქვს იმის გამო, რომ ძალიან ფრაგმენტირებული საზოგადოება გვაქვს და გვიჭირს რაიმე ერთი საერთო თემის გარშემო გაერთიანება, თუნდაც ეს იყოს ისეთი ფუნდამენტური თემა როგორიცაა, მაგალითისთვის, საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება, განათლება და ა.შ. ეს ასახვას ჰპოვებს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია - რა აღქმა გვაქვს ჩვენ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ვაფასებთ. საზოგადოებაში არის აღქმა, რომ გაიზარდა კრიმინალი - ეს ძალიან ცუდია. სტატისტიკა შეიძლება გვქონდეს ასეთი და ისეთი, მაგრამ მთავარია, ხალხს როგორი აღქმა აქვს - რას უყურებს და ყოველდღიურად რა ესმის; მეორე, რაც ძალიან ცუდი იყო - გადაწყვეტილების მიღება სად ხდებოდა, გაურკვეველი იყო ანუ ვინ იყო ძირითადი ძალაუფლების მატარებელი. ეს არ იყო ფორმალური, ეს არაფორმალურ სივრცეში იყო გადატანილი და ეს ძალიან ცუდი იყო. სხვა მხრივ, შეიძლება იყო სხვადასხვა ინიციატივები, რაც დადებითად ან უარყოფითად შეგვიძლია შევაფასოთ, მაგრამ ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც კიდევ დიდ ხანს გაგვყვება“, - აღნიშნა BDO-ს მმართველმა პარტნიორმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა