მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Goldman Sachs-ი უახლოეს მომავალში ნავთობის ფასების ვარდნას პროგნოზირებს

5ee0e3deecc2c
ნათია თაქთაქიშვილი
10.06.20 22:40
1645
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები მომდევნო კვირებში ნავთობის ფასის საგრძნობ ვარდნას პროგნოზირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ფასების შესაძლო ვარდნის მიზეზად ანალიტიკოსები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის უცნობია თუ რამდენად მაღალი იქნება მოთხოვნა ნავთობზე, ასევე, მნიშვნელოვანი იქნება ნავთობის უკვე დაგროვილი მარაგები, რომელიც მაქსიმალურ ნიშნულზეა.

წინა თვეებში ნავთობის ფასების ვარდნის გამო, მთელ მსოფლიოში მარაგების შევსება დაიწყო, შედეგად ამ დროისთვის ნავთობის შემნახველი სიმძლავრეები პრაქტიკულად სრულად არის დატვირთული.

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, მომდევნო კვირებში Brent-ის მარკის ნავთობის ფასი შესაძლოა 35 დოლარს ჩამოცდეს. მოსალოდნელია, რომ უფრო მეტად გაიაფდება ამერიკული WTI-ის მარკის, რუსული URALS-ისა და არაბული Arab Light-ის ნავთობი.

შეგახსენებთ, მხარეები ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებაზე, ფასების სტაბილიზაციის მიზნით, 12 აპრილს შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა ნავთობის მოპოვება დღეში ჯამურად 9.7 მილიონი ბარელით შეამცირეს.

შეთანხმების მიხედვით, ამ შეზღუდვის მოქმედების ვადად 30 ივნისი განისაზღვრა, თუმცა ახალი გარიგებით ვადა 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა.