მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრანგი ინვესტორი, რომელმაც სართიჭალაში სუფრის ყურძენი გააშენა

617512deccbdb
ელენე გოგბერაშვილი
25.10.21 00:00
6268
გასულ წელს, ფრანგმა ინვესტორმა ჟაკ ფლურიმ, რომელიც 25 წელია საქართველოში მოღვაწეობს, სართიჭალაში, თბილისიდან მანქანით 30 წუთის სავალზე, სუფრის ყურძნის ვენახები გააშენა.





"ჩვენ ფაქტიურად გადმოვიტანეთ მსოფლიოს უმაღლესი ტექნოლოგიები სუფრის ყურძნის წარმოებაში. ჩვენ გვაქვს 4 სხვადასხვა ჯიში, მათგან 2 არის უწიბწო და მათზე დიდი მოთხოვნაა კონკრეტულ ბაზარზე. 

ეს პლანტაციები დაირგო 2020 წლის აპრილში, ანუ 15 თვის წინ და ჩვენ უკვე გვაქვს მოსავალი, ასე რომ წარმოება არის ძალიან სწრაფი. ინვესტიცია ხდება თითო ჰექტარზე, რაც საქართველოში არსებულ ყველა სხვა ტრადიციულ ინვესტიციაზე 10-ჯერ მეტია. საუბარია ჰექტარზე 35,000 ევროზე. ეს ტექნოლოგია მოდის იტალიის ქალაქ ბარში არსებული პროვინცია პულიადან, სადაც არის მსოფლიოში საუკეთესო ყურძნის წარმოება და მე ვფიქრობ, საქართველოში ამ სფეროს ბაზარზე რევოლუციას მოვახდენთ.

ყურძნის ხარისხი არის განსაკუთებული, ვინაიდან არ არის წყლიანი, არის საკმაოდ მყარი კონსისტენციის. ფაქტიურად შეგიძლიათ გაჭრათ როგორ ვაშლი. ასევე ძალიან ტკბილია. ჩვენ აღმოვაჩინეთ და მეც ვფიქრობ, რომ აქაური კლიმატი და ნიადაგი არის გამორჩეული.

მხოლოდ იტალიის პროვინცია პულიაში შეხვდებით ამგვარ ხარისხს. სიცილიაში რომ იყიდო იგივე ჯიშის ყურძენი, ხარისხი არადამაკმაყოფილებელი იქნება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვუახლოვდებით მსოფლიო უმაღლეს დონეს და ეს ჯერ კიდევ პირველი წელია. ასე რომ მეორე-მესამე წელს წარმოება გაცილებით გაუმჯობესდება, თუმცაღა შეიძლება ცოტა შევამციროთ და ყურძნის ზომა გავზარდოთ, მაგრამ პირველივე წელი საქართველოსთვის საკმაოდ დამაიმედებლად გამოიყურება".




გასაოცარია, რომ იმ ქვეყანაშიც კი, სადაც ამდენი ყურძენი იწარმოება, წელიწადში 2000 ტონა სუფრის ყურძენი შემოდის სომხედითან ან აზერბაიჯანიდან. ასე რომ, ჩვენი მიზანია ჩავანაცვლოთ ეს იმპორტი. ამჟამინდელი ხარისხიც კი იმაზე გაცილებით უკეთესია, რაც სომხეთში მოყავთ. საქართველოშიც ნელ-ნელა იწყებს ხალხი ამ ჯიშებზე გადასვლას და ეს არის 21-ე საუკუნის დიდი რევოლუცია უწიბწო ყურძნის სამომხმარებლო ბაზარზე. წიბწა არ აქვს და ასევე მყარი კონსისტენციის არის. შესაბამისად სრულიად განსხვავებული ჯიშია, თუმცაღა უნდა დატესტო იმისათვის, რომ გაიგო განსხვავება.

ვფიქრობ, თავიდან ერთი-ორი წელი ქართულ ბაზარზე ვიქნებით კონცენტრირებული, მაგრამ როგორც კი წარმოებას გავზრდით, გავიტანთ ექსპორტზე. ექსპორტის ძალიან დიდი შესაძლებლობები გვაქვს, რადგან ამ ჯიშის ყურძენი მთელს რუსეთში და ევროპაში შედის იტალიიდან ან ესპანეთიდან. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია იმავე უმაღლესი ხარისხით გავუწიოთ კონკურენცია"- აცხადებს #ფორბსკვირასთან ინვესტორი ჟაკ ფლური.