ფრანგი მილიარდერის, ბერნარ არნოს ვაჟმა უარყო ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შეთანხმებას მიაღწია Louis Vuitton Group-სა და Elliott Management-ს შორის, რაც იტალიური კლუბის მილანის შეძენას გულისხმობს. ამის შესახებ Sempremilan.com-ი იუწყება.
უნდა აღნიშნოს, რომ ცოტა ხნით ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შეთანხმება მიღწეულია Elliott-სა და The LVMH-ს შორის და ის მას შემდეგ შევეა ძალაში, რაც ახალი სტადიონის პროექტი დამტკიცდება.
როგორც გამოცემა წერს, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნო მზად არის კლუბში 975 მილიონი ევრო გადაიხადოს. შეგახსენებთ, ფრანგი მილიარდერის ქონება Forbes-ის მიხედვით, $103.7 მილიარდს შეადგენს.