ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი ფრანგული ენერგეტიკული კომპანიის EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს მარკ გირარდს შეხვდა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე და საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი.
შეხვედრაზე ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებმა გამოხატეს დიდი ინტერესი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის, ადგილობრივი განახლებადი რესურსების ათვისებისა და ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. ამ მიზნით, EDF-ი შეისწავლის ქვეყნის ენერგეტიკული პროექტების პოტენციალს.
თავის მხრივ, სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების ტენდენციებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ყურადღება გამახვილდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასა და მის შედეგებზე, აგრეთვე მსხვილ ენერგეტიკულ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირის ენერგოსისტემის დაკავშირებას შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელის მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ კომპანია EDF კონსულტირებას უწევს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ენერგიის შემნახველი ტექნოლოგიების განვითარების კვლევის პროექტში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი