მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრანგული ღვინო კოსმოსში გაგზავნეს

5dc2c69575705
მიხეილ ხაჩიძე
06.11.19 19:20
1456

თორმეტი ბოთლი ფრანგული წითელი ღვინო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) გაგზავნეს. როგორც ფრანგული მედია წერს, ალკოჰოლური სასმელი არა - ასტრონავტების სიამოვნებისთვის, არამედ კვლევითი მიზნებისათვის არის განკუთვნილი.


ღვინო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ლუქსემბურგის სტარტაპის Space Cargo Unlimited-ის ინიციატივით გაიგზავნა.  სასმელი კოსმოსში ერთი წლის განმავლობაში დარჩება. ამ გზით მეცნიერებს  დაბერების პროცესზე კოსმოსური გამოსხივების გავლენის შესწავლა სურთ. ამასთან, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ მსგავსი პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა მცენარის ახალი ქვესახეობების გამოყვანასაც.


როგორც ცნობილია, ბოთლები სპეციალურ ლითონის კონტეინერებში მოათავსეს, რათა ღვინის გაჟონვა თავიდან იქნეს აცილებული.