მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრანგული ყველი და შამპანური - პროდუქტები, რომლებზეც აშშ-ი ტარიფს 100%-მდე ზრდის

5de6b0a763e95
BM.GE
04.12.19 00:10
1567
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს 2,4 მილიარდი დოლარის ღირებულების ფრანგულ პროდუქციაზე იმპორტის გადასახადი 100%-მდე გაზარდოს. გაზრდილი ტარიფი შეეხება ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა ყველი, შამპანური, კოსმეტიკა, ხელჩანთები და სხვა.

როგორც აშშ-ში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება პასუხია საფრანგეთის მიერ დაწესებულ ციფრულ გადასახადზე, რომელიც ვაშინგტონის მტკიცებით, ამერიკულ კომპანიებს, მაგალითად „გუგლს“, „ამაზონს“, „ფეისბუქს“ და „ეფლს“ დააზარალებს. ამერიკული მხარის განცხადებით, საფრანგეთის მიერ დაწესებული ციფრული გადასახადი არასამართლიანია.

თავის მხრივ, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნე ლე მერმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია აშშ-ის გადაწყვეტილება ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, და პარიზი ამას შეეწინააღმდეგება.