30.ნოემბერი .2020 11:10

ოქტომბერში საქართველოში 3.9%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო

ოქტომბერში საქართველოში 3.9%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო
views 404
უკან

საქსტატმა დღეს 2020 წლის ოქტომბრის ეკონომიკური ვარდნის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად,  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ ოქტომბერში 3.9% შეადგინა, ხოლო 2020 წლის 10 თვის საშუალო მაჩვენებელი -5.1%-ია.

საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში კლების ტენდენციაა.

"2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდათითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა", - ნათქვამია ანგარიშში. 

ოქტომბერში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურ ჭრილში მცირედით - 2.3%-ით შემცირდა და მან 7.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ასევე 4.4%-ით შემცირდა ახალრეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაც, რამაც 4,046 შეადგინა. 

ეკონომიკურ ზრდაზე ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინა ექსპორტის მაჩვენებლის 11.1%-იანმა შემცირებამაც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა