მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Freedom Barometer-ის მიხევდით საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა

5e595b5ad7611
BM.GE
28.02.20 22:43
595
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის პროექტის „Freedom barometer”-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს 2018 წელს 5 ქულა ჰქონდა, რაც 2019 წელს 2.1 გაიზარდა და 7.1 ქულა მიიღო.

ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პრესის თავისუფლება საქართველოში კონსტიტუციითაა დაცული, რაც ბოლო წლებში პრაქტიკაში სრულდება. „Freedom Barometer“-ის ანგარიშში წერია, რომ მცირე პრობლემების მიუხედავად, ქვეყანაში დაცულია სიტყვის თავისუფლება, მოქმედებს სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ მედია, მოქალაქეებს კი მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

ამას გარდა, ანგარიშში ნახსენებია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თან მიმართებაში და იქვე აღნიშნულია, რომ სწორედ „რუსთავი 2"-ის ბაზაზე ქვეყანაში ძალიან მარტივად ორი ახალი ოპოზიციური არხი „მთავარი“ და „ფორმულა“ შეიქმნა.

„Freedom Barometer“-ის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ყველაზე მეტი ზრდა საქართველოს ჰქონდა და 45 ქვეყანას შორის წინა წელთან შედარებით, ზრდის ტემპის თვალსაზრისით, ყველა ქვეყანაზე უკეთესი შედეგი აჩვენა, რის შედეგადაც, თავისუფალი ქვეყნების რეიტინგში 69.10 ქულით 27 ადგილზეა. 2018 წელს საქართველო 64.10 ქულით 28 ადგილს იკავებდა.