მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Freedom House-ი ანგარიშში ერთ-ერთ წყაროდ BMG-ის მოიხსენიებს

5f8856e0d7191
შოთა ტყეშელაშვილი
15.10.20 18:20
1349
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც 2019 წლის მდგომარეობით ქვეყნებში ციფრული ცენზურისგან თავისუფლების დონეს ზომავს. რეიტინგში საქართველოს ქულა 76-ს შეადგენს და ის წინა წელთან შედარებით ერთი ქულით არის გაზრდილი. ამ მაჩვენებლით საქართველო რეგიონის ყველა წევრ ქვეყანას ასწრებს. ინდექსი რამდენიმე ძირითადი პარამეტრით იზომება, მათ შორისაა, ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა, ინტერნეტ ცენზურისგან თავისუფლება და ინტერნეტის მომხმარებლების უფლებების დაცვაა.

ანგარიშის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში არსებული ვითარების შეფასების მიზნით ერთ-ერთ წყაროდ BMG-ის ვებ რესურსები გამოიყენა. კერძოდ კი, ჩვენი სტატიები წყაროდ არის გამოყენებული ანგარიშის ქვეთავში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს ეთმობა.

მათგან პირველი სტატია - ჩავარდა თუ არა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი? 2019 წლის 10 იანვარს გამოქვეყნდა; ხოლო მეორე სტატია - "ქართუ" ინტერნეტიზაციაში $150 მლნ-ს აღარ დახარჯავს 2019 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

თავად საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტზე კი Freedom House-ი წერს:

“2020 წლის იანვარში მთავრობამ დაამტკიცა ხუთწლიანი სტრატეგია ფართოზოლოვანი ქსელების განვითარებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ”ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეგიონში საქართველოს ციფრულ და ინფორმაციულ ცენტრად გადაცქევას”. ამ მიზნით, სტრატეგიის მიზანია სტიმულირება. კონკურენცია, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და ციფრული უნარების განვითარება. სტრატეგიის თანახმად, 2025 წლისთვის 4G ქსელების დაფარვა ქვეყნის ტერიტორიის 99 პროცენტამდე, უნდა გაიზარდოს, ხოლო 5G ქსელი კი მინიმუმ სამ მუნიციპალიტეტში უნდა არსებობდეს. ასევე 2020 წლის იანვარში ცვლილებები შევიდა ქვეყანაში ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის შექმნის მიძინებულ პროექტში, რომლის განხორციელებაც 2016 წელს დაიწყო. ამ ცვლილებების თანახმად, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ერთიანი, ნეიტრალური ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა. თავად ამ პროექტის განხორციელებაზე კი პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ 2015 წელს დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირი, Open Net-ი იქნება.

ახალი სტრატეგიის მიღებას წინ უსწრებდა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიერ 2019 წელს გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობა ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელების ტემპით უკმაყოფილო იყო. ამ პროექტის განხორციელება მთავრობამ 2014 წელს დაანონსა, როდესაც გაკეთდა განცხადება, რომ 2000 დასახლებული პუნქტისთვის ინტერნეტის მიწოდებისთვის თავად შექმნიდა და ააშენებდა ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურას. $150-მილიონიანი პროექტის დაფინანსება კი მთავრობის განცხადების მიხედვით, ქვეყნის ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ "ქართუ ფონდს" უნდა მოეხდინა, თუმცა Open Net-მა ამ პროექტის განხორციელების მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მიაღწია და როგორც 2019 წელს ქართული საინფორმაციო სააგენტოები წერდნენ, პროექტის შედეგები ნულთან ახლოს იყო", - ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში.