საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც 2019 წლის მდგომარეობით, ქვეყნებში ციფრული ცენზურისგან თავისუფლების დონეს ზომავს. რეიტინგში საქართველოს ქულა 76-ს შეადგენს და ის წინა წელთან შედარებით ერთი ქულით არის გაზრდილი. ამ მაჩვენებლით საქართველო რეგიონის ყველა წევრ ქვეყანას ასწრებს.
შედარებისთვის, ინდექსში მათ მიერ მიღებული ქულები ასეთია:
რუსეთი - 30 ქულა;
სომხეთი - 75 ქულა;
აზერბაიჯანი - 38 ქულა;
უკრაინა - 61 ქულა;
თურქეთი - 35 ქულა.
ინდექსი რამდენიმე ძირითადი პარამეტრით იზომება, მათ შორისაა, ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა, ინტერნეტ ცენზურისგან თავისუფლება და ინტერნეტის მომხმარებლების უფლებების დაცვაა.
Fredom House-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ინდექსის დაკვირვების პერიოდის შემდგომ (ანუ 2019 წლის შემდგომ), ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში სადავო ხასიათის მქონე ცვლილებები შევიდა, რომლებმაც კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება გაზარდა.
“ინდექსის დაკვირვების პერიოდის შემდგომ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების კანონში სადავო ხასიათის მქონე ცვლილებები წარადგინა, რომელიც კომისიას სატელეკომუნიკაციო კომპანიებში სპეციალური მმართველების დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს. სპეციალურ მმართველებს კი კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულება დაევალებათ. საკანონმდებლო ცვლილებებს ქვეყანაში მოქმედი ინტერნეტ პროვაიდერებისგან ცხარე კრიტიკა შეხვდა, თუმცა საბოლოოდ პარლამენტმა ამ ცვლილებების გადამუშავებული ვერსია დაამტკიცა. სავარაუდოდ, ეს ცვლილებები კომისიის მიერ ინიცირებული იყო კომპანია “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილის კომისიის ნებართვის გარეშე გასხვისებით. ამ ნაბიჯს კომისიის მხრიდან კომპანიის 270,000 ლარით, ანუ დაახლოებით $87 ათასი დოლარით დაჯარიმება მოყვა,”-ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ ამ ახალი კანონით მინიჭებული უფლებები კომუნიკაციების კომისიამ პირველად 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიყენა და “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის პოსტზე მარიამ სულაბერიძე დანიშნა.
თავისმხრივ, ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს კავკასუსის 49%-იანი წილის მფლობელი NEQSOL Holding-ი და მას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს.
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ