მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო თემასთან დაკავშირებით ''ლიბერთი ბანკის'' წარმომადგენლებთან პარლამენტში მორიგი შეხვედრა გაიმართა

60ca337ef2326
BM.GE
16.06.21 21:22
1090
საპენსიო თემასთან დაკავშირებით ''ლიბერთი ბანკის'' წარმომადგენლებთან პარლამენტში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან გამართულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა პენსიონერებისთვის უფრო ხელსაყრელი და მოქნილი პირობების შექმნა იყო. შეხვედრაზე მხარეებმა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე იმსჯელეს.

შეხვედრას ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.