მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფრესკო" თავის მოიჯარეებს გადასახადისგან ათავისუფლებს

5e73ccb2c994a
BM.GE
20.03.20 00:00
1396
“ფრესკო” თავის მოიჯარეებს გადასახადისგან ათავისუფლებს. შესაბამისი განცხადება კომპანიამ "ფეისბუქზე" გაავრცელა, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების მიხედვით ხვალიდან, 20 მარტიდან, ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურება, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელების, საფოსტო და საბანკო განყოფილებების და ბენზინგასამართ სადგურებისა.

სწორედ ამიტომ, კომპანია ფრესკო ყველა მის მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრში განთავსებულ მოიჯარეებს, რომლებსაც ხვალიდან შეეხებათ პრემიერ-მინისტრის განკარგულება, ათავისუფლებს იჯარის გადასახადისგან.

ჩვენ ვითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და გვერდში ვუდგებით ყველა პარტნიორს კრიზისის დაძლევაში",- წერია განცხადებაში.