მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის მნიშვნელოვანი პერსონალური ბრენდინგი ადამიანებისთვის – კომპანია “პერსონისტის” მიზნები

5f7edec5bef84
ლიკა გურაბანიძე
08.10.20 21:30
1376

რა არის პერსონალური ბრენდინგი? და რას სთავაზობს “პერსონისტი” მომხმარებლებს, ამ თემაზე გადაცემა “საქმიან დილაში” “პერსონისტის” დამფუძნებელმა ირინა დუმბაძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კომპანია ძირითადად პერსონალ-ბრენდინგზეა მომართული, რომლის მიზანია ადამიანების მხარდაჭერა და გაძლიერება, რაც მომავალში მათ მეტ ცნობადობას, გავლენებს და წარმატებას მოუტანს.

“როდესაც კომპანიებში ბრენდებზე მუშაობ, მაშინ მათ ადამიანის თვისებებს აძლევ და პირიქით, როდესაც ადამიანებზე მუშაობ, ბრენდის თვისებებს. იმიჯი და ბრენდინგი, რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განსხვავდება. დღეს შენზე რას იტყვიან ეს იმიჯია, ხოლო ბრენდინგი უფრო გაცნობიერებული ღრმა პროცესია, რომელიც საკუთარ თავთან თანხვედრაში უნდა იყოს.

ჩვენი მიზანია, პოზიციონირების პლატფორმის შექმნა, ინტეგრაციების სტრატეგიების გაკეთება, ადამიანის მისიის წარმოჩენა, ბრენდის სთორის შექმნა და შემდგომ უკვე მისი კომუნიცირება და ქცევაში ინტეგრაცია.” - განაცხადა დუმბაძემ.

მისივე თქმით, “პერსონისტი” 17 ოქტომბერს, ონლაინ ლექციას “ნავიგაცია მომავალში” გამართავს, რომელსაც მასტერკლასის ფორმა ექნება.

“ჩვენ მასტერკლასზე დამსწრე სტუმრებს ქოუჩინგურ და ინდივიდუალურ პროგრამებს შევთავაზებთ. ამ კონკრეტული დღის მიზანი გაცნობითი ხასიათისაა, რათა ადამიანებს აღქმა მივცეთ, თუ როგორ იქმნება ადამიანის ბრენდის კაპიტალი, რა არის მისი შემადგენელი ნაწილები, როგორ აძლიერებს და რაში შეიძლება ბრენდირება მათ დაეხმაროს, ასევე მოცემული იქნება პატარა სავარჯიშოები.” - აღნიშნა “პერსონისტის” დამფუძნებელმა.