მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 934 აქტიური შემთხვევა – 15 ოქტომბრის კოვიდ-სტატისტიკა

5f88892373ec8
თამთა ჯიჯავაძე
15.10.20 23:50
1131
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში Covid-19-ის 6 934 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 919 იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 7 367-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 113-ს შეადგენს. მათ შორის 4 დღეს გარდაიცვალა.

NCDC-ის ცნობით, 15 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე 754 286 PCR ტესტია ჩატარებული.

გარდა ამისა, ამდროისთვის, კარანტინის რეჟიმში - 5 721 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1090 პაციენტი მკურნალობს.