10.თებერვალი .2020 10:17

Frontera-ს მტკიცებით, 2013 წლიდან საქართველოს მთავრობამ კომპანიის შევიწროება დაიწყო

views 381
უკან

Frontera Resources Corporation სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, 1997 წლიდან დღემდე კომპანიამ $580 მლნ-ის ივნესტიცია განახორციელა.

Frontera-ში ირწმუნებიან, რომ გადასახადების სახით სახელმწიფომ მიიღო რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი და პროექტში დასაქმებულია ასეულობით ადამიანი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსა და „ფრონტერას“ შორის გაფორმებული კონტრაქტის სავალდებულო საინვესტიციო პროგრამა შეადგენდა 18,5 მილიონ აშშ დოლარს, მაგრამ ამ ვალდებულებას კომპანიამ დაახლოებით 30-ჯერ გადააჭარბა.

„2013 წლიდან დაიწყო სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის შევიწროება, რაც გამოიხატა სხვადასხვა სახის საოპერაციო ნებართვების გაუცემლობაში და ყოველგვარი საბაბის გარეშე ნავთობის და გაზის მოპოვების ლიცენზიის გაუქმების არაერთ მცდელობაში.

2017 წელს სახელმწიფომ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წამოიწყეს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა Frontera - ს წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა კომპანიის საქმიანობა და გათვალისწინებული ინვესტიციების შემოდინება საქართველოში.

მიუხედავად ამისა, კომპანია იმედოვნებს, რომ კვლავაც გააგრძელებს ნავთობისა და გაზის საბადოების ათვისების მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელებას, რაც საქართველოს მოუტანს ენერგოდამოუკიდებლობას, ხოლო მის მოსახლეობას კი უდიდეს მატერიალურ სიკეთეს.

Frontera Resources Corporation - ისთვის დიდი პატივია იყოს საქართველოს ეკონომიკური აღორძინების მონაწილე", - ნათქვამია განცხადებაში.