10.თებერვალი .2020 09:55

Frontera-ს სპეციალური განცხადება: 1997 წლიდან დღემდე $580 მლნ-ის ინვესტიცია განვახორციელეთ

views 730
უკან

Frontera Resources Corporation განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“Frontera Resources Corporation ეხმაურება ბოლო დროს კომპანიის შესახებ საქართველოში გავრცელებულ არაკორექტულ და ხშირ შემთხვევაში არასწორ ინფორმაციას.

Frontera არის ნავთობისა და გაზის საძიებო და მოპოვების ამერიკული კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ჰიუსტონში (ტეხასი, აშშ).

კომპანიის დმფუძნებელი აქციონერები არიან ამერიკის ენერგეტიკისა და ფინანსური ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის შორის Baker Hughes, Conoco, JP Morgan, Shell Capital და მრავალი სხვა.
დაარსების დღიდან კომპანია მუშაობდა ტეხასში აშშ, ლათინურ ამერიკის და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში.
1996 წელს Frontera-მ ხელი მოაწერა პროდუქციის წილობრივი განაწილების ორ ხელშეკრულებას აზერბაიჯანში, სადაც იმავე წელს დაიწყო ნავთობის საძიებო და მოპოვების სამუშაოები, რამაც რამდენიმე წელიწადში კომპანია აზერბაიჯანის ხმელეთზე ყველაზე დიდ უცხოურ ნავთობმომპოვებელ კომპანიად აქცია.
1997 წელს კომპანიამ გაიმარჯვა საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში და მოიპოვა აღმოსავლეთ საქართველოს მე-12 ბლოკში ნავთობის და გაზის საძიებო და მოპოვების სამუშაოების წარმოების ლიცენზია.

საქართველოს მთავრობასთან ერთწლიანი მოლაპარაკების შედეგად და მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების პირობები შეთანხმდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტთან, სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოსთან და საქართველოს პარლამენტთან, კომპანიამ ხელი მოაწერა პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას საქართველოს სახელმწიფოსთან და სახელმწიფო კომპანია საქნავთობთან.

კონტრაქტის სავალდებულო საინვესტიციო პროგრამა შეადგენდა 18,5 მილიონ აშშ დოლარს. ამ ვალდებულებას კომპანიამ დაახლოებით 30 ჯერ გადააჭარბა.

საქართველოში თავისი საქმიანობის პერიოდში „ფრონტერამ“ პირველად ქვეყნის ისტორიაში:

• ამერიკულ ბანკებთან JPMorgan, Morgan Stanley, Shell Capital და Deutsche Bank - თან ერთად დაიწყო მე 12 ბლოკის პროექტში ინვესტირება
• წარმატებით განახორციელა სამგანზომილებიანი სეისმური კვლევა
• თანამედროვე ტექნოლოგიით გაბურღა ნავთობისა და გაზის 60 მდე
ჭაბურღილი
• განახორციელა ნავთობის ჭაბურღილების ჰორიზონტალური ბურღვა
• წამყვან ამერიკულ კომპანიებთან, Netherland Sewel & Associates, Ryder Scott და Miller & Lens - თან დაამტკიცა მე-12 ბლოკის ნავთობისა და გაზის მარაგები.
(ამ მარაგების ათვისება სრულად დააკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნილებას ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე და გაზრდის ნავთობის და გაზის ქართული ექსპორტის მოცულობას).
• 2004 წელს საქართველოს პროექტისათვის განათავსა აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული პროექტისათვის საფონდო ბირჟაზე აიწია კაპიტალი. ამ ტრანზაქციამ საქართველო წარმატებით გააცნო საერთაშორისო საფონდო კაპიტალის ბაზარს.
• აშენდა პირველი გაზსადენი და საკომპრესორო სადგური, რომლის მეშვეობით ადგილობრივად მოპოვებული გაზი მიეწოდება მომხმარებლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

1997 წელს ნავთობის ძებნა ძიებისა და მოპოვების სამუშაოების დაწყებიდან დღემდე განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 580 მლნ აშშ დოლარია, ხოლო ამავე პერიოდში სულ მოპოვებული და რეალიზებულ იქნა 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ნავთობი და ბუნებრივი გაზი. გადასახადების სახით სახელმწიფომ მიიღო რამოდენიმე ათეული მილიონი დოლარი. პროექტში დასაქმებულია ასეულობით ადამიანი.

სევე საგულისხმოა, რომ პროექტში კაპიტალის ინვესტირების ვალდებულებას და რისკს სრულად იღებს Frontera Resources, ხოლო მოპოვებული მოგების ნავთობისა და გაზის ნახევარზე მეტი წილი ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს.

2013 წლიდან დაიწყო სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის შევიწროება, რაც გამოიხატა სხვადასხვა სახის საოპერაციო ნებართვების გაუცემლობაში და ყოველგვარი საბაბის გარეშე ნავთობის და გაზის მოპოვების ლიცენზიის გაუქმების არაერთ მცდელობაში.

2017 წელს სახელმწიფომ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წამოიწყეს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა Frontera - ს წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა კომპანიის საქმიანობა და გათვალისწინებული ინვესტიციების შემოდინება საქართველოში.

მიუხედავად ამისა, კომპანია იმედოვნებს, რომ კვლავაც გააგრძელებს ნავთობისა და გაზის საბადოების ათვისების მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელებას, რაც საქართველოს მოუტანს ენერგოდამოუკიდებლობას, ხოლო მის მოსახლეობას კი უდიდეს მატერიალურ სიკეთეს.

Frontera Resources Corporation - ისთვის დიდი პატივია იყოს საქართველოს ეკონომიკური აღორძინების მონაწილე”, - ნათქვამია განცხადებაში.