მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Frontera თანახმაა, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჯაროვდეს

5f20020605b71
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.20 15:13
1356
კომპანია Frontera თანახმაა, გასაჯაროვდეს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ განცხადება ენერგოკომპანიის პრეზიდენტმა ზაზა მამულაიშვილმა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ამ დოკუმენტის გასაჯაროების შედეგად საზოგადოებისთვის ცხადი გახდება თუ სინამდვილეში რა განაჩენი გამოიტანა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ. ამასთან, მამულაიშვილი ამბობს, რომ როგორც მთავრობა, ასევე, ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტო მათთან მიმართებით გამიზნულად მცდარ ინფორმაციას ავრცელებს.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ და არც ვყოფილვართ არასოდეს წინააღმდეგი, რომ გავასაჯაროოთ აბრიტრაჟის გადაწყვეტილება. ამ ეთერიდანაც კი შემიძლია მოვუწოდო სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომ გნებავთ დღეს, გნებავთ ხვალვე, ერთად შევხდეთ და საერთო საჯაროდ განვაცხადოთ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე. ეს იქნება ძალიან კარგი, რადგან არ არის აუცილებელი ადამიანი იყოს იურისტი, რათა ის მიხვდეს ამ გადაწყვეტილების შინაარსს.

ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ამ გადაწყვეტილების გასაჯაროების, მაგრამ ეს უნდა მოხდეს შესაბამისი იურიდიული პროცედურების დაცვის შემდეგ. რას ვგულისხმობ ამაში? - გადაწყვეტილება, რომელშიც არის უამრავი ტექნიკური, ფინანსური, კომერციული და პირადი ინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, არ იყოს სასურველი, რომ გაცხადდეს. ჩვენ იურიდიულად ყველა მხარესთან შევათანხმებთ ამას და ამ პროცესს, სავარაუდოდ, დასჭირდება კიდევ 10 დღე ან 2 კვირა და როგორც კი თანხმობას მივიღებთ, შემდეგ უკვე შეგვეძლება წერილობით ოფიციალურად დავუდასტუროთ სახელმწიფოს, რომ ჩვენც თანახმა ვართ, ამის გასაჯაროებაზე", - განაცხადა ზაზა მამულაიშვილმა.

Frontera-ს პრეზიდენტი "საქმის კურსის" ეთერში - ინტერვიუ



Frontera-ს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, მათ რამდენიმე დღის წინ მთავრობიდან მიიღეს შეტყობინება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო მათთან არსებული ხელშეკრულების შეჩერებას კვლავ გეგმავს.

ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა Frontera-ს, ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება 17 აპრილს მიიღო. სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში სახელმწიფო კომპანია Frontera-ს მიერ სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევაზე დავობდა.

საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა GOGC-ის საჩივარი, რის შედეგადაც Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის 99%-ის უკან სახელმწიფოოსთვის გადაცემა დაევალა, რაც Frontera-მ აღასრულა კიდეც.