მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Frozen 2"-ის პრემიერის შემდეგ, ავსტრიაში ტურისტების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა

5e1f4b78948fa
მარიამ ადამია
15.01.20 22:40
7719
გაყინული სოფელი, ისეთივე, როგორიც ანიმაციურ ფილმ Frozen 2-შია, რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს და ეს ავსტრიის სოფელი ჰალშტატია, ამიტომაც ანიმაციური ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში მას ტურისტების აუარებელი ნაკადი ესტუმრა და იგი დღემდე არ წყდება.

რეალურად, ავსტრიის ალპებში მდებარე სოფელს, რომელიც შუასაუკუნეების ზღაპრულ სამყაროს უფრო ჰგავს, ვიდრე თანამედროვე ავსტრიულ ქალაქს, ტურისტების რაოდენობა არასდროს აკლდა, თუმცა Frozen 2-მა მასზე მოთხოვნა გააორმაგა და ტერიტორიას, სადაც ჯამში დაახლოებით 800 ადამიანი ცხოვრობს და ყოველდღიურად 100 ტურისტს მასპინძლობდა, დღეს 10 ათასი ვიზიტორი ათვალიერებს.

ამიტომაც მერმა მოუწოდა ტურისტებს, რომ თავი შეიკავონ დროებით მაინც ჰალშტატის დათვალიერებისგან. წინაააღმდეგ შემთხვევაში კი, გზების გადაკეტვა იგეგმება, იმისათვის, რომ ნაკადმა ისტორიულ-კულტურული ქალაქი არ გაანადგურონ. შესაბამისად მუშაობენ გეგმაზე, რომელიც ტურისტების რაოდენობას გაანახევრებს მაინც, თუმცა ჯერჯერობით ადგილობრივი მთავრობა ვერაფერს აკეთებს.

გარდა ამისა, ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო, ულამაზესი დანიშნულების ადგილი, ახლა უფრო ძვირი გახდა, თავად ადგილობრივებისთვისაც. მაღაზიები კი, პრიორიტეტს ახლა უკვე ანიჭებენ სუვენირების გაყიდვას და არა მაგალითად ჯანსაღ პროდუქცას. ასევე შეინიშნება ისიც, რომ ხშირად ტურისტები ადგილობრივების სახლებში ნებართვის გარეშე შედიან.

ასეთია დღეს ჰალშტატში მდგომარეობა, თუმცა დაახლოებით ათი წლის წინ, "იუნესკოს" მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაში შესულ ტერიტორიას, დაახლოებით 100 ადამიანი სტუმრობდა და ამ ნიშნულზე დაბრუნება არის მთავრობის მთავარი სამიზნე.

გარდა ამისა, ტურისტების რაოდენობა გაიზარდა ავსტრიის ალპური სოფლის ანალოგშიც, რომელიც ჩინელებს აქვთ გაკეთებული გუანდუნის ცენტრში. ჩინელებმა "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის კოპირების მიზნით მთლიანობაში 940 მილიონი დოლარი დახარჯეს და გამოუვიდათ კიდეც, ტერიტორიას ვერ გაარჩევთ ორიგინალი, ისტორიული სოფლისგან, ამიტომაც Frozen 2-ის გამოსვლის შემდეგ, მისი პოპულარობაც გაიზარდა.

ასე რომ, თუკი ანიმაციური ფილმისა და სიუჟეტის ნახვის შემდეგ თქვენც მოგინდათ მოგზაურობა ჰალშტატში, მაშინ შეგახსენებთ, რომ ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირდაპირი რეისის ღირებულება 26 დოლარიდან იწყება.