მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Frozen II-ი ყველა დროის ყვლაზე მაღალ შემოსავლიან ანიმაციურ ფილმად დასახელდა

5e13312e88386
ნათია თაქთაქიშვილი
07.01.20 15:00
999
Disney-ის ანიმაციური ფილმი Frozen II-ი ლიდერის პოზიციებს არც 2020 წელს თმობს და შესაბამისად, Frozen II-ი ყველა დროის ყვლაზე მაღალ შემოსავლიან ანიმაციურ ფილმად სახელდება. ამის შესახებ CNBC წერს.

Frozen II-მა საერთაშორისო გაქირავებიდან 1.32 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლის მიღება შესძლო, მას შემდეგ რაც ანიმაციური ფილმი ნოემბერში ფართო ეკრანებზე გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ Frozen II-ი Disney-ის მე-6 ანიმაციური ფილმია, რომლის შემოსავლებმაც 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია 2019 წელს. ასევე მილიარდიანი ტრუმფისთვის ემზადება Disney-ის მე-7 ანიმაციური ფილმი "Star Wars: Rise of Skywalker-ი".

"Star Wars: Rise of Skywalker-მა" უკვე შეძლო 919 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლების მიღება საერთაშორისო გაქირავებიდან და როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ანიმაციური ფილმის შემოსავალი მილიარდ დოლარს უახლოეს მომავალში მიაღწევს.