29.მარტი .2020 17:20

"ფრუტილია": საბაჟოზე რიგებთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს

views 888
უკან

ექსპორტი არ შეგვიწყვეტია, მაგრამ საკმაოდ დიდი პრობლემები გვაქვს საბაჟოებთან მიმართებაში - ამის შესახებ BM.GE-ს „ფრუტილიას“ დამფუძნებელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განუცხადა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, პრობლემა რიგში დიდხანს ყოფნის თვალსაზრისით იქმნება, რაც მალფუჭებადი პროდუქტებისთვის საკმაოდ დიდ შეფერხებას ქმნის.

„ყველაფერი შეფერხებულია და ჩვენც არ ვართ გამონაკლისი. პრობლემები გვაქვს რიგებთან მიმართებაში; 3-4 დღე მანქანა დგას რიგში. ქართულ პროდუქციას არანაირ პრიორიტეტს არ ანიჭებენ, მსოფლიოში კი საკვები პროდუქტები პრიორიტეტულია“,- აღნიშნავს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
 
ამ ეტაპზე „ფრუტილიას“ ვაშლი და მწვანილი რუსეთში გააქვს ექსპორტზე. გლობალურად შექმნილი პრობლემიდან გამომდინარე, კომპანიისთვის სამომავლო გეგმები არ არის მკაფიო, თუმცა ვახტანგ ბეჟიტაშვილი იმედს იტოვებს, რომ კომპანია პროდუქციის ექსპორტზე გატანას კვლავ შეძლებს.

„სანამ ბაზრები ღია იქნება, რა თქმა უნდა, შევეცდები ექსპორტზე გატანის გაგრძელებას“, - აცხადებს ბეჟიტაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა