მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ФСБ-ს დეზინფორმაციაა, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა სურს - კელი დეგნანი

62bd61fc02810
მარიამ ვარადაშვილი
30.06.22 12:34
888
აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რუსულ პროპაგანდას უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ აშშ-ს საქართველოს უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართვა სურს. როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს უთხრა აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე დაასრულოს და ის სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდეს.

“მინდა ვუპასუხო მავნებლური ნარატივს, რაც ჩანს, რომ პირდაპირ ФСБ-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოებიდან მოდის. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ აშშ არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში. აშშ-ს არ სურს, ამ ომის გაფართოება და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა რაც შეიძლება მალე შეწყდეს ეს ომი.

პუტინმა დაიწყო ეს აგრესიული, ბრუტალური ომი უკრაინის წინააღმდეგ და პუტინს შეუძლია ამ ომის შეჩერება. აშშ საქართველოს მეგობარია და გასული 30 წლის განმავლობაში რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა იმითვის, რათა დახმარებოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამას ვაგრძელებთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქართველებს ახსოვდეთ, რომ ეს რუსეთია, ვინც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა; რუსეთი იყო, რომელიც ცდილობდა თქვენი ენის განადგურებას; ეს რუსეთი იყო, რომელიც თქვენს ეკლესიებს შეურაცხყოფდა და ცხოველების სადგომად იყენებდა. თუ არის კითხვები იმის შესახებ, რას ნიშნავს რუსების მეგობრობა საქართველოსთვის,  თუ არის კითხვები იმის შესახებ, რას ნიშნავს რუსების მეგობრობა საქართველოსთვის, უნდა მივიდეთ ადმინისტრაციულ საზღვართან და გადავხედოთ იქ რა ხდება! თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიანდა ამ გზას მოაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და წარმატება ”,-აცხადებს დეგნანი.

გუშინ, 29 ივლისს, “ქართული ოცნებიდან” წასულმა სამმა დეპუტატმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურთ. სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არც 6 თვის შემდეგ მიენიჭება, თუკი ქვეყანა "ომში არ ჩაერთო ან სანქციები არ დაუწესა რუსეთს".

"როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს. უკრაინა და მოლდოვა, როგორც ვიოლა ფონ კრამონი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, 30-წლიან მოსაცდელში თუ შეუშვეს, ჩვენ არც ამ მოსაცდელში შეგვიშვებენ, რათა გრძელვადიან რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ",-წერია განცხადებაში.

სრულად ნახეთ აქ: "კანდიდატის სტატუსი იყო სათაგური, რომელშიც საქართველოს შეაყოფინეს თავი"- დეპუტატების განცხადება