აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რუსულ პროპაგანდას უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ აშშ-ს საქართველოს უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართვა სურს. როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს უთხრა აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე დაასრულოს და ის სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდეს.
“მინდა ვუპასუხო მავნებლური ნარატივს, რაც ჩანს, რომ პირდაპირ ФСБ-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოებიდან მოდის. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ აშშ არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში. აშშ-ს არ სურს, ამ ომის გაფართოება და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა რაც შეიძლება მალე შეწყდეს ეს ომი.
პუტინმა დაიწყო ეს აგრესიული, ბრუტალური ომი უკრაინის წინააღმდეგ და პუტინს შეუძლია ამ ომის შეჩერება. აშშ საქართველოს მეგობარია და გასული 30 წლის განმავლობაში რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა იმითვის, რათა დახმარებოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამას ვაგრძელებთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქართველებს ახსოვდეთ, რომ ეს რუსეთია, ვინც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა; რუსეთი იყო, რომელიც ცდილობდა თქვენი ენის განადგურებას; ეს რუსეთი იყო, რომელიც თქვენს ეკლესიებს შეურაცხყოფდა და ცხოველების სადგომად იყენებდა. თუ არის კითხვები იმის შესახებ, რას ნიშნავს რუსების მეგობრობა საქართველოსთვის, თუ არის კითხვები იმის შესახებ, რას ნიშნავს რუსების მეგობრობა საქართველოსთვის, უნდა მივიდეთ ადმინისტრაციულ საზღვართან და გადავხედოთ იქ რა ხდება! თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიანდა ამ გზას მოაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და წარმატება ”,-აცხადებს დეგნანი.
გუშინ, 29 ივლისს, “ქართული ოცნებიდან” წასულმა სამმა დეპუტატმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურთ. სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არც 6 თვის შემდეგ მიენიჭება, თუკი ქვეყანა "ომში არ ჩაერთო ან სანქციები არ დაუწესა რუსეთს".
"როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს. უკრაინა და მოლდოვა, როგორც ვიოლა ფონ კრამონი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, 30-წლიან მოსაცდელში თუ შეუშვეს, ჩვენ არც ამ მოსაცდელში შეგვიშვებენ, რათა გრძელვადიან რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ",-წერია განცხადებაში.
სრულად ნახეთ აქ: "კანდიდატის სტატუსი იყო სათაგური, რომელშიც საქართველოს შეაყოფინეს თავი"- დეპუტატების განცხადება
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი