მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

62f0af8aa3d81
BM.GE
08.08.22 10:37
650
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ26-კმ42 მონაკვეთზე, ადიდებულმა მდინარემ სავალი ნაწილი ჩახერგა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამავე საავტომობილო გზის კმ12-კმ26 მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაა დასაშვები, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.