მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FT: შვეიცარიის პოლიცია ეჭვობს, რომ დავოსში ჩასული "სანტექნიკოსები" რუსი ჯაშუშები იყვნენ

5e2740783776c
BM.GE
21.01.20 22:14
1910
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე ჯერ კიდევ 5 თვით ადრე შვეიცარიის პოლიციამ რუსი ჯაშუშების ოპერაციის შეჩერება შეძლო. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. კერძოდ, პოლიციამ დააკავა ორი რუსი მამაკაცი, რომლებიც თავს სანტექნიკოსებად ასაღებდნენ. პოლიციის ცნობით, იმ დროისთვის რაიმე სახის სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ იკვეთებოდა, თუმცა, მამაკაცები დავოსში დიდი ხნით დარჩენას გეგმავდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართადამცველებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მამაკაცები რუსი ჯაშუშები იყვნენ.

როგორც ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიცია ამბობს ისინი აპირებდნენ ქალაქში მნიშვნელოვან ობიექტებზე სათვალთვალო მოწყობილობების დამონტაჟებას, რათა ეკონომიკურ ფორმუზე ჩასული მსოფლიო ლიდერების და მდიდარი ადამიანების პირადი საუბრები მოესმინათ კრემლის სასარგებლოდ. 

როგორც Financial Times-ი წერს, კრემლისთვის საინტერესო ლიდერებს შორის, რომლებიც დავოსში იმყოფებიან, შესაძლოა, იყვნენ დონალდ ტრამპის გარდა, მაგალითად, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ასობით მაღალჩინოსანსა და აღმასრულებელ ხელმძღვანელზე.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის უსაფრთხოების სამსახური ბოლო წლების განმავლობაში რუსული სადაზვევრო სამსახურის აქტიურობით აფორიაქებულია. Financial Times-ი წერს, რომ შვეიცარია „რუსული ინტრიგების ჰაბი“ გახდა. კერძოდ, როგორც 2018 წლის ანგარიშში შვეიცარიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური წერდა, ყოველი ოთხიდან ერთი რუსი დიპლომატი შვეიცარიაში ჯაშუში იყო.