მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, 25 თებერვალს საგანმანათლებლო პროგრამების გამოფენა გაიმართება - სააგენტო ELL-ი

63f38237e65e9
ნანუკა ნარიმანიძე
21.02.23 10:00
684
საგანმანათლებლო სააგენტო ELL 25 თებერვალს, თბილისში გამოფენას გამართავს - ამის შესახებ სააგენტოს თანადამფუძნებელმა მერაბ გაბუნიამ გადაცემა „Forbes კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა. გამოფენა Radisson Blu Iveria-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

გამოფენაზე ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია უშუალოდ უნივერსიტეტების, კოლეჯებისა და საზაფხულო სკოლების წარმომადგენლებისგან სხვადასხვა პროგრამების შესახებ.

„გამოფენა მოიცავს სხვადასხვა სფეროსა და კატეგორიას, აქ არა მხოლოდ უმაღლესი განათლება, არამედ საშუალო განათლება და საზაფხულო სკოლების მიმართულებაცაა. გამოფენაზე ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელს ექნება საშუალება ნახოს თავისი შეთავაზება", - ამბობს მერაბ გაბუნია.

მისივე თქმით, გამოფენისთვის საქართველოში პირველად ჩამოვა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და რეიტინგული ოქსფორდის საერთაშორისო კოლეჯი.

ELL-ის თანადამფუძნებელი სასტიპენდიო პროგრამებზეც საუბრობს, მათ შორის ნაწილობრივ სტიპენდიებზე ამერიკის (5,000-10,000დოლარი), ბრიტანეთის (2000-3000ფუნტი) და ევროპის უნივერსიტეტებში (20-50%-იანი დაფინანსება).

მერაბ გაბუნიას განცხადებით, გამოფენაზე სხვადასხვა საფასო კატეგორიის სასწავლებლები და პროგრამები იქნება წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება გათამაშებაც, რომელში გამარჯვებულიც ბრიტანეთში ორკვირიან საზაფხულო სკოლაში ვიზიტით დაჯილდოვდება.

„ამ გათამაშებას მთლიანად დააფინანსებს “Academic Summer“, ELL-ის ერთ-ერთი პარტნიორი სკოლა, გამარჯვებულს მხოლოდ და მხოლოდ ბილეთის შეძენა მოუწევს.” - ამბობს მერაბ გაბუნია.

ცნობისთვის, ELL-ის გამართულ გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.