21.ნოემბერი .2021 19:40

ფუჭია ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული - „ლისი დეველოპმენტი“

ფუჭია ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული -  „ლისი დეველოპმენტი“
views 799
უკან

„ფუჭია ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული“, - ამის შესახებ „ლისი დეველოპმენტი“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ადეიშვილმა „Forbes კვირასთან“ინტერვიუში განაცხადა, სადაც კომპანიის პრინციპებსა და კონკურენტულ უპირატესობაზე ვრცლად ისაუბრა.

80/20 - ესაა "ლისი დეველოპმენტის" მთავარი "კონსტიტუცია" ანუ განაშენიანების კონცეფციიდან გამომდინარე 80% პარკებს, გამწვანებას და გზებს ეთმობა, დანარჩენი 20% კი - საცხოვრებელი კომპლექსს.

„ლისი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ პანდემიის პერიოდში "მწვანე კონცეფციის" კომპლექსებზე მოთხოვნა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.

„ერთი რამის ნამდვილად გვჯერა - ფუჭია ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული. ჩვენთვის ძალინ მნიშვნლოვანია ღირებულება შევქმნათ როგორც საზოგადოებისთვის, ისე ქალაქისთვის - ესაა მთავარი იმ მიზნების მიღწევასთან ერთად, რაც კომპანიას გააჩნია.

თუ ჩვენი პროექტის გადმოსახედიდან ვისაუბრებ, „მწვანე კონცეფციამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რომ მასზე მოთხოვნა მზარდია, მიუხედავად იმისა, რომ როდესაც წლების წინ ამ პროექტს ვავითარებდით, ბევრი მაშინაც და დღესაც სკეპტიკურად გვიყურებდა იმ თვალსაზრისით, რომ, მაგალითად, ბოლომდე  არ ვითვისებთ სამშენებლო კოეფიციენტებს და ა.შ. ჩვენ ვინარჩუნებთ იმ სტანდარტს და კონცეფციას, რაც „ლისი დეველოპმენტის“ ამოსავალი წერტილია.

პანდემიამ უძრავი ქონების ბაზარი ამ მხრივაც შეცვალა და ახალი მოთხოვნები და ტრენდი დააფუძნა როგორც ქართულ, ისე მსოფლიო უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენს პროდუქტზე, პანდემიის პერიოდში, და დღესაც მზარდია მოთხოვნა და ეს ტრენდი შენარჩუნებულია. ამდენად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „მწვანე კონცეფცია“ - პროდუქტი, რომელსაც ვავითარებდით, სწორი გზაა“, - განაცხადა ნოდარ ადეიშვილმა და დასძინა, რომ „მწვანე კონცეფციის“ თვალსაზრისით, „ლისი დეველოპმენტის“ პროექტი უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია.

„80/20 არის ჩვენი კონსტიტუცია, რომელიც რჩება უცვლელი. ესაა მთავარი განმასხვავებელი, რაც ჩვენ სხვა პროექტებისგან გამოგვარჩევს“, - დასძინა მან.

ამ დროისთვის „ლისი დეველოპმენტის“ საცხოვრებელ კომპლექსში სახლი 600-მდე ოჯახს აქვს. კომპანიის ინფორმაციით, 150 000 კვ/მ უკვე აშენებული აქვთ. პროექტირების თვალსაზრისით კი, 350 ჰა-დან, რომელიც „ლისი დეველოპმენტის“ საკუთრებაშია, 70 ჰა განვითარებულია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა