მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fuckup Nights Tbilisi ახალი სპიკერებით და მარცხის ახალი ისტორიებით ბრუნდება

5d8224b9835fc
BM.GE
18.09.19 21:00
807
20 სექტემბერს, 20:00 საათზე, Fuckup Nights Tbilisi ახალი სპიკერებით და მარცხის ახალი ისტორიებით ბრუნდება.

"ამჯერად ღვინის ქარხანაში შევხვდებით და ოთხი წარმატებული ადამიანის წარუმატებლობისა და პროფესიული მარცხის ამბებს გაგიზიარებთ.

Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi Fuckup Nights-ს უკვე მეთექვსმეტედ მასპინძლობს, ამჯერად სპიკერები არიან ადამიანები, რომლებიც არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა, განვითარდნენ და მზად არიან საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ! მოისმენთ ბიზნესის ისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა წარუმატებლობა და იმედგაცრუება, გაიგებთ პარტნიორული ურთიერთობების შესახებ, რომელიც კრახით დასრულდა, აღმოაჩენთ პროდუქტს, რომელიც ჩაფლავდა. თბილისის მეთექვსმეტე Fuckup Nights - ის მომხსენებლები არიან:

• რეზი ბესელაშვილი - AlterSocks • ალტერსოქსი-ს თანადამფუძნებელი
• ლევან გოგიბერიძე - Festival Of Colors • ფერების ფესტივალი-ს თანადამფუძნებელი და Wolt-ის კურიერების მენეჯერი
• ნინო ჩერქეზიშვილი - პერსონალური ტრენერ-ნუტრიციოლოგი და Cherry's Fitness-ის თანადამფუძნებელი
• ლაშა ერედელი - 4FINANCE-ის ხელმძღვანელი და რეგიონული მენეჯერი ლათინურ ამერიკასა და არგენტინაში

Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც 4 წარმატებული ადამიანი საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას უზიარებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.