ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის დაამტკიცების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილები შედის, რომლის მიხედვითაც მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 75 ხმით 1 წინააღმდეგ, მიიღო.
ცვლილების მიხედვით, 2023 წლიდან, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო, 1000-1200 პრეპარატზე განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა მედიკამენტებსაც შეეხება.
„ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობისთვის, ხარისხიან მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ. ამისთვის, მთელ რიგ რეფორმებს ვახორციელებთ. ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ რეფერენტული ფასების დაწესებაა, რომლის საშუალებითაც, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა წლის დასაწყისში დააანონსა. სამუშაო პროცესი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროს, მედიკამენტებზე ზღვრული ფასების გამოსათვლელად, შერჩეული აქვს ევროპის რეგიონის 4 რეფერენტული ქვეყანა, რომელთა გამოცდილებასაც, რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, აქტიურად ეცნობა და იზიარებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი