მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fujifilm-ი და Xerox-ი თანამშრომლობას წყვეტენ

5e130fd655864
ნათია თაქთაქიშვილი
07.01.20 13:30
737
იაპონური კორპორაცია Fujifilm Holdings Corp.-მა განაცხადა, რომ კომპანია ამერიკულ Xerox-თან თანამშრომლობას წყვეტს. თანამშრომლობის გაწყვეტის სავარაუდო თარიღად კორპორაციამ 2021 წლის მარტი დაასახელა. კომპანია აღნიშნავს, რომ Fujifilm-ი აშშ-სა და ევროპულ ბაზრებზე შესვლას საკუთარი ბრენდით გეგმავს. ამის შესახებ Japantimes-ი იუწყება.

ამჟამინდელი ხუთწლიანი კონტრაქტის მიხედვით, Fujifilm-ს უნდა უზრუნველყო პროდუქციის გაყიდვები აზიურ ბაზარზე, ხოლო Xerox-ს უნდა მოეცვა ევროპა და შეერთებული შტატები.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ Fujifilm-ს აღარ მოუწევს 92 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა Xerox-ისთვის ყოველწლიურად. შესაბამისად, Fujifilm-ი აღარ გამოიყენებს Xerox-ის ბრენდს აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში.

2021 წლის 1 აპრილიდან, მას შემდეგ რაც კომპანიები ხელშეკრულებას გაწყვეტენ, Fuji Xerox-ს გადაერქმევა სახელი და Fujifilm Business Innovation Corp.-ი ეწოდება.

კომპანიაში განაცხადეს, რომ კონტრაქტის გაწყვეტა პროდუქციის მიწოდებაზე არ აისახება და ისინი კვლავ გააგრძელებენ თანამშრომლობას ამ კუთხით.