06.ივლისი .2020 20:20

Fujitsu პანდემიის შემდეგაც დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს

views 258
უკან

პანდემიის დროს დისტანციური სამუშაო რეჟიმის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე Fujitsu გეგმავს საოფისე სივრცის განახევრებას და 80,000 თანამშრომლისთვის მოქნილი სამუშაო გრაფიკის შეთავაზებას. დასაქმებულებს პანდემიის დამთავრების შემდეგაც შეეძლებათ, დისტანციურად გააგრძელონ მუშაობა.

ახალი სამუშაო რეჟიმი უკეთეს პირობებს შექმნის თანამშრომლებისთვის და გაზრდის კომპანიის პროდუქტიულობას. დასაქმებულები გააგრძელებენ სახლიდან მუშაობას, რაც საშუალებას მისცემთ, სამუშაოსა და ცხოვრების სპეციფიკიდან გამომდინარე, უკეთესად, უფრო ეფექტურად გამოიყენონ დრო. Fujitsu-ს მიაჩნია, რომ გაზრდილი დამოუკიდებლობა თანამშრომლების პროდუქტიულობას გაზრდის.
კომპანიის განცხადებით, დასაქმებულებს შეეძლებათ თავად აირჩიონ, სად ურჩევნიათ მუშაობა – სახლში, ოფისსა თუ საერთო სამუშაო სივრცეში.

Fujitsu-ს მსგავსი გადაწყვეტილება სხვა დიდმა კომპანიებმაც მიიღეს. მაისში Twitter-მა განაცხადა, რომ თუ  თანამშრომლები მოინდომებენ, შეუძლიათ დაუსრულებლად გააგრძელონ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა.

Google-ი და Facebook-ი წლის ბოლომდე აპირებენ დისტანციურ რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა