2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 1.78 მილიარდი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 65%-ით მეტია. ქვეყნებს შორის გზავნილებით პირველ ადგილზე არის რუსეთის ფედერაცია, საიდანაც ეროვნული ბანკის მონაცემებით, 750 მილიონი დოლარი შემოვიდა.
ფულადი გზავნილების არსებულ მაჩვენებლებს პოზიტიურ ეკონომიკურ ფაქტორად მიიჩნევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელმაც გადაცემა “რედაქტ2-ის” ეთერში განაცხადა, რომ რუსი მიგრანტების გზავნილებს დღეს საინვესტიციო შეფერილობაც აქვს.
"ექსპორტი არის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასევე ტურიზმის აღდგენაა “უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე დაეგმილი გვქონდა. მაისის თვეში თითქმის 90%-იანი აღდგენაა, ჩვენ 6 თვეში ტურიზმიდან მივიღეთ 1.14 მილიარდის შემოსავალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ტურიზმი იქცა ლარის კურსწარმომქმნელ ფაქტორად, გარდა ამისა არის გადმორიცხვები, რაც ვნახეთ, რომ წარმოუდგენლად გაზრდილია.
არის ფაქტორი მიგრანტები, ახლაც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გზავნილები. 5 თვეში არის 1.4 მილიარდზე, რასაც სხვა შეფერილობა აქვს.
- რა იგულისხმება შეფერილობაში?
საინვესტიციო შეფერილობაც აქვს ამას, ომის მონაწილე და შემოგარენში მყოფი ქვეყნებიდან არიან მიგრანტები და აქ ხარჯავენ. არამხოლოდ იხარჯება, არამედ მოთხოვნა არის გაზრდილი და ეს არის გაზრდილი მოთხოვნა ქართულ აქტივებზე. ეს არის გაზრდილი, როდესაც წელიწადში გვქონდა 1.6 მილიარდი, ახლა 5 თვეში გვაქვს უკვე,”- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ივნისის მდგომარეობით გზავნილებში, პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც ივნისში 231.4 მილიონი გადმოირიცხა. ეს წინა წელთან შედარებით 492%-ით მეტია. თუკი წარსულში რუსეთიდან გზავნილების მთავარი წყარო ამ ქვეყანაში მომუშავე ქართველები იყვნენ, ახლა გზავნილები ძირითადად რუსეთიდან საქართველოში ემიგრირებული მოსახლეობის გადმორიცხვებს წარმოადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს