ველობილიკები, ხელსაყრელი რელიეფი და საჭირო ინფრასტრუქტურა ამსტერდამში ადამიანებს ხელს უწყობს, რომ გადაადგილდნენ ველოსიპედით, თუმცა რეალურად ეს საკმარისი მიზეზი არაა იმისთვის, რომ ავტომობილები ველოსიპედებმა ჩაანაცვლოს. როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წერს, ჰოლანდიაში სხვა ტიპის წახალისებები მოიფიქრეს და აამოქმედეს; მათ შორის მოტივაციისთვის ფინანსური ანაზღაურების მექანიზმებიც შეიმუშავეს. ასე რომ, აქ მოქალაქეების მიერ ველოსიპედის საშუალებით დაფარული თითოეული მილი 22 ცენტში იცვლება, თუმცა ფულის გამომუშავება შესაძლებელია მხოლოდ სამუშაო საათებში გადაადგილებისას. ამ გზით კი, ადამიანები არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ, არამედ დამატებით თანხასაც გამოიმუშავებენ.
თუმცა ნიდერლანდები არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ავტომობილების რაოდენობის შემცირების მიზნით, ველოსიპედის მომხმარებლებს ფინანსურ სტიმულებს სთავაზობს და საწვავის ნაცვლად, პედლების და საკუთარი ენერგიის გამოყენებისკენ უბიძგებს. მსგავსი პოლიტიკა შეიმუშავა დიდმა ბრიტანეთმაც. კერძოდ, სამსახურებში ადამიანები, რომლებიც ველოსიპედებით გადაადგილდებიან, გარკვეულ შეღავათებს იღებენ, მათ შორის ორბორბლიანი ტრანსპორტის ან მისი ნაწილების შეძენისას. გარდა ამისა, ყოველ დაფარულ მილზე ისინი 26 ცენტს გამოიმუშავებენ.
ასეთი ქვეყნების სიაშია ჯუჯა სახელმწიფო ლუქსემბურგიც, რომელიც ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის მსგავს პოლიტიკას ატარებს და მოქალაქეებს ველოსიპედების შესაძენად 340 ამერიკულ დოლარს აძლევს. ასევე, მოქმედებს თითო კილომეტრის ანაზღაურების სისტემა და სახელმწიფო მოხელეები ამ გზით წელიწადში დაახლოებით, 230 აშშ დოლარს გამოიმუშავებენ. კერძო სექტორის შემთხვევაში კი, ეს ნებაყოფლობითია.
კიდევ ერთი „ველოსიპედების ქვეყანა“ ევროპაში დანიაა, რომელიც მართალია, არანაირ ანაზღაურებას არ სთავაზობს მოქალაქეებს ველოსიპედებით სიარულის სანაცვლოდ, თუმცა ინფრასტრუქტურული ცვლილებების თუ მოსახერხებელი გარემოს შექმნით ახერხებს, რომ ორთვლიანი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანთა რიცხვი გაზარდოს ქვეყანაში. და ბოლოს, სხვადასხვა საგადასახადო შეღავათები დააწესა ველოსიპედის მომხმარებლებისთვის აშშ-მაც.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის