მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულადი გზავნილები $1.25 მილიარდზეა - ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა შემოდის

5da594c84b6c4
შოთა ტყეშელაშვილი
15.10.19 13:48
3628
2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით $1.25 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც ლარებში $3.7 მილიარდს აღემატება. ფულადი გზავნილების ეს მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 8.5%-ით მეტია. 

სხვა წლებთან შედარებით, გზავნილების ეს მოცულობა რეკორდულია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ცალკეული ქვეყნებიდან - გერმანიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან ნაკადები 10%-ზე მეტად გაიზარდა. 

ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი კლება კი რუსეთის ფედერაციიდან ფიქსირდება, საიდანაც წლის 9 თვეში $309.3 მილიონი დოლარი შემოვიდა (თითქმის 1 მლრდ ლარი), ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ $26.6 მილიონით ნაკლებია. 

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია; შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს. 

1 რუსეთის ფედერაცია - $309.3 მილიონი, კლება წინა წელთან 8%
2 იტალია - $174.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25%
3 საბერძნეთი - $141.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
4 აშშ - $132.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
5 ისრაელი - $120.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 6%
6 თურქეთი - $70.7 მილიონი, კლება წინა წელთან 15%
7 გერმანია - $35.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%
8 ესპანეთი - $29.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%
9 უკრაინა - $35.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
10 პოლონეთი - $16.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 44%
11 საფრანგეთი - $23.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 98%
12 ყაზახეთი - $16.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 161%
13 ყირგიზეთი - $19.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%
14 აზერბაიჯანი - $16.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%
15 გაერთიანებული სამეფო - $12.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5%
16 კვიპროსი - $10.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 34%
17 კანადა - $10.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%
18 სომხეთი - $8.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 31%
19 ერაყი - $6.7 მილიონი, კლება წინა წელთან 15%
20 ირლანდია - $6.5 მილიონი, კლება წინა წელთან 13%