16.სექტემბერი .2019 17:15

ფულადი გზავნილები 7.8%-ით გაიზარდა - ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი შემოდის

views 980
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 146.4 მლნ აშშ დოლარი (428.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.8%-ით (10.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0% მოდის იმ ქვეყნებზე, საიდანაც თვის განმავლობაში 1 მილიონ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, ასეთი ქვეყნების რიცხვი 18-ია. 


ფულადი გზავნილების მიხედვით, ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

  1. რუსეთის ფედერაცია - $35.46 მილიონი დოლარი;
  2. იტალია - $20.57 მილიონი დოლარი;
  3. აშშ - $15.12 მილიონი დოლარი;
  4. საბერძნეთი - $14.73 მილიონი დოლარი;
  5. ისრაელი - $14.02 მილიონი დოლარი;
  6. თურქეთი - $7.92 მილიონი დოლარი;
  7. ესპანეთი - $4.23 მილიონი დოლარი;
  8. გერმანია - $4.22 მილიონი დოლარი;
  9. უკრაინა - $3.83 მილიონი დოლარი;
  10. პოლონეთი - $3.13 მილიონი დოლარი;
  11. საფრანგეთი - $2.56 მილიონი დოლარი;
  12. ყაზახეთი - $2.56 მილიონი დოლარი;
  13. ყირგიზეთი - $2.44 მილიონი დოლარი;
  14. აზერბაიჯანი - $1.88 მილიონი დოლარი;
  15. გაერთიანებული სამეფო - $1.3 მილიონი დოლარი;
  16. კანადა - $1.29 მილიონი დოლარი;
  17. კვიპროსი - $1.22 მილიონი დოლარი;
  18. სომხეთი - $1.22 მილიონი დოლარი. 
2019 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.0 მლნ აშშ დოლარი (55.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის აგვისტოს (18.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა