მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულადი გზავნილები 8.6%-ით გაიზარდა - ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა შემოდის

5e465336923cc
შოთა ტყეშელაშვილი
14.02.20 12:07
992
2020 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.6 მლნ აშშ დოლარი (362.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.6%-ით (9.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის იანვარში ყველაზე მეტი თანხა რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. 

გზავნილების მიხედვით, ქვეყნების ტოპ ათეული ასეთია:

1. რუსეთის ფედერაცია - 26.2 მილიონი აშშ დოლარი;
2. იტალია - 21.1 მილიონი აშშ დოლარი;
3. საბერძნეთი - 14.9 მილიონი აშშ დოლარი;
4. აშშ - 13.6 მილიონი აშშ დოლარი;
5. ისრაელი - 13.1 მილიონი აშშ დოლარი;
6. თურქეთი - 6.6 მილიონი აშშ დოლარი;
7. გერმანია - 3.9 მილიონი აშშ დოლარი;
8. უკრაინა - 3.6 მილიონი აშშ დოლარი;
9. ესპანეთი - 3.5 მილიონი აშშ დოლარი;
10. ყაზახეთი - 2 მილიონი აშშ დოლარი;

2020 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (53.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის იანვრის (15.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19.1%-ით მეტია.