05.აგვისტო .2022 22:25

ფულადი გზავნილების ნაწილი საბანკო დეპოზიტებზე ხვდება - კობა გვენეტაძე

ფულადი გზავნილების ნაწილი საბანკო დეპოზიტებზე ხვდება - კობა გვენეტაძე
views 2465
უკან

2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში რეკორდული მოცულობის - 1.78 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა. ეროვნული ბანკის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი თანხა - 750 მილიონი დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 306 მილიონით მეტია.

გადაცემა “რედაქტორის” ეთერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ სებ-ი გზავნილების მოცულობასთან დაკავშირებით პროგნოზებს არ აკეთებს და მას “ერთჯერად ფაქტორად” მიიჩნევს.

“ჩვენ არ ვიცით რამდენი ხანი შენარჩუნდება თუნდაც მაღალი გადმორიცხვები, ჩვენ უკვე ვიყავით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც რთული იყო პროგნოზის გაკეთება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯობია ჩაითვალოს, რომ ეს არის ერთჯერადი, რადგანაც ჩვენ თუ დავუშვებთ, რომ ეს დიდი ხნის განმავლობაში იქნება და რომ შეწყდეს ეს დამატებით წინაღობას შექმნის.

ნაწილი ხვდება საბანკო ანგარიშებზე, ნაწილი დეპოზიტებზე და იქ ხდება ზრდა. ნაწილი იხარჯება და ეს მოთხოვნის გაძლიერების ერთ-ერთი გზაა. საკმაოდ გაზრდილია უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებიც. ჯერჯერობით ამ სურათის შექმნის შესაძლებლობა არაა,” - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

როგორც სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, იზრდება უცხოელების დეპოზიტები. ივნისის მდგომარეობით, უცხოელი ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული თანხა 4.77 მილიარდი ლარია, რაც იანვარში არსებულ 3.90 მილიარდთან შედარებით 870 მილიონი ლარით მეტია - ეს საბანკო სისტემაში უცხოელების დამატებით $300 მილიონი დოლარის დეპოზიტებს ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა