მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულადი გზავნილების სისტემების სტატისტიკა

5e2040063e6e8
შოთა ტყეშელაშვილი
16.01.20 18:00
2888
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სახით, ყოველთვიურად საშუალოდ, $140-170 მილიონი შემოდის. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. იმის გამო, რომ ყველაზე მეტი ქართველი დღეისთვის რუსეთის ფედერაციაში მუშაობს, ფულადი გზავნილების სისტემებშიც პირველი ადგილი წელს რუსულ Zolotaya Korona-ს უკავია. მეორე ადგილზე საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა Western Union-ია.

ჯამურად, 2019 წლის განმავლობაში გზავნილებმა რეკორდული მოცულობის თანხა $1.73 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ცალკეული ქვეყნებიდან - გერმანიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან ნაკადები 10%-ზე მეტად გაიზარდა. 

ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წლის განმავლობაში გადარიცხვათა სისტემების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

1 Zolotaya Korona - $364,930,771 დოლარი;
2 Western Union - $324,657,248 დოლარი;
3 RIA - $322,045,310 დოლარი;
4 Intel Express - $225,669,644 დოლარი;
5 Unistream - $155,551,996 დოლარი;
6 Money Gram - $148,118,006 დოლარი;
7 Contact - $114,631,149 დოლარი;
8 Rico Gram - $73,291,214 დოლარი;

ქვეყნების მიხედვით, რეიტინგში დსთ-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ლიდერობენ.

ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი:

1 რუსეთის ფედერაცია - 428,886,551 დოლარი, კლება წინა წელთან -6.2% ; 
2 იტალია - 239,173,323 დოლარი, ზრდა წინა წელთან 24.0% ; 
3 საბერძნეთი - 192,545,110 დოლარი, ზრდა წინა წელთან 12.7% ; 
4 აშშ - 178,411,697 დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.8% ; 
5 ისრაელი - 162,547,994 დოლარი, ზრდა წინა წელთან 7.3% ; 
6 თურქეთი - 94,846,134 დოლარი, კლება წინა წელთან -10.4% ; 
7 გერმანია - 49,805,836 დოლარი, ზრდა წინა წელთან 20.1% ; 
8 ესპანეთი - 47,303,094 დოლარი, ზრდა წინა წელთან 13.8% ; 
9 უკრაინა - 42,921,496 დოლარი, ზრდა წინა წელთან 49.1% ; 
10 პოლონეთი - 31,491,140 დოლარი, ზრდა წინა წელთან 70.5% ; 
11 ყირგიზეთი - 28,761,717 დოლარი, ზრდა წინა წელთან 159.2% ; 
12 ყაზახეთი - 26,630,537 დოლარი, ზრდა წინა წელთან 65.4% ; 
13 საფრანგეთი - 26,370,867 დოლარი, ზრდა წინა წელთან 35.7% ; 
14 აზერბაიჯანი - 22,169,189 დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.4% ; 
15 გაერთიანებული სამეფო - 16,890,393 დოლარი, ზრდა წინა წელთან 5.2% ; 
16 კვიპროსი - 15,314,171 დოლარი, ზრდა წინა წელთან 30.9% ; 
17 კანადა - 14,212,254 დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.2% ; 
18 სომხეთი - 13,268,666 დოლარი, ზრდა წინა წელთან 45.6% ; 
19 ირლანდია - 9,611,449 დოლარი, ზრდა წინა წელთან 20.3% ; 
20 შვედეთი - 8,831,997 დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.9% ; 
21 არაბთა გაერთიანებული საამიროები - 8,778,428 დოლარი, კლება წინა წელთან -11.1% ; 
22 ერაყი - 8,760,189 დოლარი, კლება წინა წელთან -10.1% ; 
23 ბელგია - 5,469,601 დოლარი, ზრდა წინა წელთან 6.4% ; 
24 უზბეკეთი - 5,160,620 დოლარი, ზრდა წინა წელთან 45.9% ; 
25 ბელარუსი - 4,326,377 დოლარი, კლება წინა წელთან -1.4% ; 
26 ჩეხეთის რესპუბლიკა - 4,116,847 დოლარი, ზრდა წინა წელთან 91.5% ; 
27 ნიდერლანდები - 3,223,258 დოლარი, ზრდა წინა წელთან 23.3% ; 
28 ავსტრალია - 3,076,321 დოლარი, კლება წინა წელთან -10.3% ; 
29 საუდის არაბეთი - 2,620,279 დოლარი, კლება წინა წელთან -1.9% ; 
30 ავსტრია - 2,576,429 დოლარი, კლება წინა წელთან -5.0%. 

საქართველოს ეკონომიკა ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რადგანაც ის ექსპორტთან, ტურიზმთან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.