მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში პროექტი - "ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი" დაიწყება

5e2c04a452213
თელარა გელანტია
25.01.20 13:07
976
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებასაც.

უწყების ცნობით, ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანია, რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა.

„პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლების და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის-კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას. შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება და ის სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით Fulbright-ის ფარგლებში განხორციელდება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში.